აშშ-ში ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოს აეროპორტის სიახლოვეს 2 მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. გამოცემა Usatoday-ის ინფორმაციით, დაფრენის დროს ერთმანეთს Sabreliner-ის და Cessna 172-ის ტიპის თვითმფრინავები შეეჯახნენ. ამის შემდეგ ორივე საფრენი აპარატი მიწაზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის ჩაქრობის დროს ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები