ინდონეზიაში იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელმაც კვირას კატასტროფა განიცადა

ინდონეზიის პროვინცია პაპუაში ნაპოვნია თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც კვირას კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ავიაკომპანია Trigana Air-ის თვითმფრინავი ATR-42-ის ნამსხვრევები ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმოაჩინა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯაიაპურიდან მიფრინავდა, მთას შეეჯახა. კატასტროფა აეროპორტიდან გაფრენიდან ნახევარ საათში მოხდა. ამ დრომდე მაშველებმა ავარიის ადგილზე მისვლა ვერ მოახერხეს.
თვითმფრინავის ბორტზე 54 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები