სირიაში სამთავრობო ძალების ავიაშეტევას 80 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში სამთავრობო ძალების ავიაშეტევას 80 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ავიაციამ დამასკოს მახლობლად მდებარე ქალაქ დუმის ბაზრის ტერიტორია დაბომბა.

დაშავდა და დაჭრილია 200–მდე ადამიანი. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავებმა სამიზნეს 10 რაკეტა ესროლეს. შეტევა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ტერიტორიაზე მაშველები მივიდნენ.

დაბომბვის შედეგად, ბაზარი და მიმდებარე შენობები მთლიანად განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები