უკრაინაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
აღმოსავლეთ უკრაინაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 18 დაიჭრა. აქედან 2 სამოქალაქო პირი უკრაინის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზის სიახლოვეს დაიღუპა, ერთი ადამიანი კი- სეპარატისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელ ანდრეი ლისენკოს განცხადებით, გასული 6 თვის განმავლობაში ეს ცეცხლის გახსნის ყველაზე ინტენსიური შემთხვევაა. დაშავებულთა შორის არის ორი სამხედრო პირიც.