პაკისტანში აფეთქებას რვა ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში, პროვინცია პენჯაბში აფეთქება შს მინისტრის სახლში მოხდა. ჩამოინგრა სახლის სახურავი. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი, დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ “ფრანსპრესი” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მინისტრის სახლში თათბირი მიმდინარეობდა, როდესაც აფეთქება მოხდა.შს მინისტრს რაც შეეხება, ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი და სავარაუდოდ გარდაცვლილია.ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.