ინდონეზიაში, თვითმფრინავთან, რომელზეც 54 ადამიანი იმყოფება, კავშირი გაწყდა
ინდონეზიის ხელისუფლება აცხადებს რომ დისპეჩერებმა სამგზავრო თვითმფრინავთან, რომელიც ასრულებდა ჯაიაპურა-ოკსიბილი რეისს, კავშირი დაკარგეს.
ავიაკომპანია Trigana Air-ის თვითმფრინავის ბორტზე 54 ადამიანია. მათ შორის 5 ეკიპაჟის თანამშრომელი და 5 მცირეწლოვანი ბავშვია.
თვითმფრინავთან კონტაქტი, ადგილობრივი დროით დღის 3 საათზე, ჯაიაპურიდან აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ დაიკარგა.