ავიაკატასტროფა რუსეთში მსხვერპლით დასრულდა

ავიაკატასტროფას რუსეთში მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხაბაროვის ოლქში მი-8 ტიპის ვერტმფრენი ზღვაში ჩავარდა.
გარდაცვლილთა რიცხვი დაზუსტებით ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. სააგენტოების ნაწილი 6 დაღუპულის შესახებ წერს, ნაწილი კი აცხადებს, რომ კატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ვერტმფრენის პილოტმა კავშირი დაამყარა სამაშველო სამსახურთან. მისი თქმით კატასტროფას 11 ადამიანი გადაურჩა. შემთხვევის ადგილზე სამძებრო–სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ვერტმფრენსა და მის ბორტზე მყოფებს ავიაციისა და კატერების დახმარებით ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები