ჩინეთის ქალაქ ტიანძინში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა
ჩინეთის ქალაქ ტიანძინის ქიმიური ქარხნის ტერიტორიიდან კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. ჰაერში მომწამლავი ქიმიკატების შესაძლო გაფრქვევის გამო, უსაფრთხოების მიზნით, ეპიცენტრიდან 3 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.
გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტის დროს ქარხნის საცავში 700 ტონამდე ნატრიუმის ციანიდი ინახებოდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85 –მდე გაიზარდა, დაშავებულია 721 პირი. ხანძრის ჩაქრობას ადგილზე მობილიზებული 150-მდე სახანძრო ჯგუფი ცდილობს.