ყალბ ერთ ლარიან მონეტებს ტყვიის მასალით ამზადებდნენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატულ – სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადების და გასაღების ფაქტზე, მოქალაქეეები გოჩა ხუციშვილი, გიორგი ხუციშვილი და ლაშა ხუციშვილი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, თაბაშირისგან დამზადებული ყალიბის და ტყვიის მასალის გამოყენებით, უკანონოდ ახდენდნენ ყალბი ერთ ლარიანი მონეტების დამზადებას, რომლის გასაღებასაც ახორციელებდნენ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვების გზით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.