პერუსა და ბოლივიაში თოვს
პერუსა და ბოლივიაში თოვს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში თოვლის გამო ჩაკეტილია ცენტრალური მაგისტრალები. პარალიზებულია მოძრაობა.
რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, პერუსა და ბოლივიაში თოვა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.