დიმიტრი მედვედევმა ახალი ე. წ. შავი სია წარადგინა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ახალი ე. წ. შავი სია წარადგინა. მან ხელი მოაწერა ბრძანებას იმ ქვეყნების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვის მიერ დაწესებული სანქციები იმოქმედებს. სიას ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტაინი დაემატა.

რუსეთი სანქციებს დასავლეთის მიერ შემოღებული შეზღუდვების საპასუხოდ აწესებს. ივლისის ბოლოს მონტენეგრო, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ალბანეთი და უკრაინა, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები