რუსეთმა პოლონეთიდან თევზის კონსერვის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა პოლონეთიდან თევზის კონსერვის იმპორტი აკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა.
“როსპოტრებნადზორის” განცხადებით, აკრძალვის მიზეზი პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის უზუსტობა გახდა.
რამდენიმე თვის წინ “როსპოტრებნადზორმა” ესტონეთიდან და ლატვიიდან თევზის და თევზის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა.
შეგახსენებთ, გასულ წელს მოსკოვმა ევროკავშირიდან, ამერიკიდან, კანადიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან რძის პროდუქტების, ხორცის, თევზის, ხილის და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა. შეზღუდვა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დაწესდა, რომლებმაც მოსკოვს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები