ქაბულში მომხდარ ტერაქტს 60 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქაბულში მომხდარ ტერაქტს 60 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება დაშავებუებს, მათმა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. აფეთქება ერთ-ერთ გარეუბანში სადრში მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სატვირთო ავტომობილში იყო მოთავსებული. სადრი ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარეობს და ძირითადად შიიტებით არის დასახლებული.
მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები