სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N19 დაწესებულების კონტროლიორი პაატა ლომიძე.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პაატა ლომიძემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს N19 დაწესებულებაში მობილური ტელეფონისა და სიმბარათების შეტანის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 4 000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები