შსს-მ ლევან ქარდავას ახლობელი ლევან კვარაცხელია დააკავა
კუდის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან ქარდავას სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ოჯახის ახლობელი ლევან კვარაცხელია დააკავეს, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
„კვარაცხელია დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა). აღნიშნული დანაშაულები ითვალისწინებს ჯარიმას ან 30-დან 60 დღემდე პატიმრობას“, – აცხადებენ სამინისტროში.
ცნობილია, რომ ლევან კვარაცხელია ლევან ქარდავას სახლის ჩხრეკის პროცესზე დასწრებას ითხოვდა. სამართალდამცველთა განცხადებით, კვარაცხელიამ მათ ჩხრეკის დროს ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია.