გურამ დონაძის დაკითხვა დასრულდა

პროკურატურაში გურამ დონაძის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი უფროსი გამომძიებელის შეკითხვებს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პასუხობდა.
„გამოძებას ყველა კითხვაზე გავეცი სავსებით სწორი და მართალი პასუხი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძებას აქვს საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები და ძალიან მიხარია, რომ ადრე და მალე გაირკვევა ამ საქმეში მე რა ბრალი მიმიძღვის და სხვა ადამიანებს რა დანაშაული აქვთ. მე მოვყევი ის, თუ რატომ მივედი ნავთლუღის ბაზართან, სპეცოპერაციის ადგილას – ეს იყო ჩემი პირდაპირი მოვალეობა“, – განაცხადა დონაძემ. 


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები