გოგა ონიანმა პროკურატურის შენობა დატოვა

 გოგა ონიანის დაკითხვა დასრულდა.  დაკითხვის შემდგომ თბილისის პროკურატურიდან გამოსულმა ონიანმა განაცხადა, რომ დაკითხვაზე მას ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს. ადვოკატს მიაჩნია, რომ  პროკურატურა ყველანაირად ცდილობს, იგი ბაჩო ახალაიას საქმეს ჩამოაშოროს.
“პროკურატურაში ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებული კითხვები დამისვეს. მათ კარგად იციან, მე როგორც ადვოკატს, არ მაქვს უფლება დეტალები გავამჟღავნო. ეს ადვოკატთა ეთიკის კოდექსის დარღვევაა. გამოძიებას მე ეს მე განვუცხადე და ვერ შემეწინააღმდეგნენ. მოვაწერე ხელი ამ ჩვენებას და გამოვედი. მათი პოზიცია იყო ასეთი, რომ მე თუ ამ თემაზე დავიწყებდი ლაპარაკს, როგორც კი სასამართლო პროცესი დაიწყებოდა, ეს ადამიანები დააყენებდნენ ჩემი, როგორც ადვოკატის ჩამოშორებას საქმიდან, რაც საბოლოოდ არ გამოუვიდათ”, – განაცხადა გოგა ონიანმა.
შეგახსენებთ, რომ გოგა ონიანი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში დღეს საღამოს დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები