ინდოეთში, ტაძარში მომხდარ ჭყლეტას 10 ადამიანი შეეწირა
ინდოეთის აღმოსავლეთ რეგიონში, ჯარხანდის შტატში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში მომხდარ ჭყლეტას 10 ადამიანი შეეწირა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” იუწყება.
ამავე ინფორმაციით, მორწმუნეები ტაძარში დღესასწაულს აღნიშნავდნენ, როდესაც ჭყელტა მოხდა.
ტაძარში შესვლა ერთდროულად ათობით ადამიანმა სცადა, რასაც ჭყლეტა მოჰყვა. მსგავსი შემთხვევები ინდურ რელიგიურ დღესასწაულებზე ხშირია. ფესტივალებს ყოველთვის ასობით ადამიანი ესწრება, უსაფრთხოების ზომები კი ხშირ შემთხვევაში არასათანადოდაა დაცული.