მოსკოვთან ორი საფრენი აპარატი ერთმანეთს შეეჯახა

გვიან ღამით, მოსკოვის მახლობლად, კერძოდ, ისტრინის წყალსაცავთან, ერთმანეთს ვერტმფრენი და სესნა 206–ის ტიპის ჰიდროპლანი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ორივე საფრენი აპარატი წყალში ჩავარდა და ჩაიძირა.
რაც შეეხებათ ბორტებზე მყოფ მგზავრებს, მათზე ზუსტი ინფორმაცია ჯერაც არ არსებობს.
მაშველებმა წყლიდან 8 გარდაცვლილი უკვე ამოიყვანეს. მყვინთავები ამ დრომდე ერთ ქალს ეძებენ. ავიაკატსტროფის მიზეზი კი, ამ დრომდე უცნობია, თუმცა, შეჯახება თვითმფრინავის პილოტის ქმედებებმა გამოიწვია, რომელიც თვითმხილველების თქმით, სახიფათო მანევრებს ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები