“ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყში 300-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯა
რადიკალური დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებმა” სულ მცირე 300 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.
ტერორისტებმა ეს ადამიანიები სამხედრო ბანკში – “ალ-გაზლანში” დაცხრილეს. ისინი ერაყის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ. ამ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ავრცელებენ.
ტერორისტების მიერ დაცხრილული ადამიანებიდან 50 ქალი იყო. “ბოევიკებმა” მოკლულთა ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ დახოცილებთან დაკავშირებით სასამართლო გამართეს, რა დროსაც ისინი ღალატსა და ურწმუნოებაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მათი დახოცვის გადაწყვეტილება მიიღეს, ახლობლებს კი ცხედრების გადაცემაზე უარი უთხრეს.
საარჩევნო კომისია გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, დაუყოვნებლივ ჩაერიონ და შეაჩერონ ერაყის მოქალაქეთა მასობრივი ხოცვა.