მოსკოვში ქართველი „კანონიერი კურდი“ დააკავეს

  მოსკოვში „კანონიერი ქურდები“: დათო კრასნოდარსკი და ბონდო კაზახსკი დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრასნოდარში მცხოვრები 30 წლის დათო კრასნოდარსკის დაკავება დედაქალაქში მოხდა. „კანონიერი ქურდი“ დათო კაზახსკი ადიღეის რესპუბლიკაში თანხის გამოძალვაში იყო ბრალდებული და ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა. 39 წლის საქართველოს მოქალაქე ბონდო კაზახსკიმ დაკავებისას სამართალდამცველებს ყალბი პასპორტი წარუდგინა. ამ დროისთვის ის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და მისი ექსტრადაციის საკითხი განიხილება. სამინისტროს ინფორმაციით, მათთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები