პროკურატურაში გურამ დონაძის დაკითხვა მიმდინარეობს

  თბილისის პროკურატურაში ამ წუთებში გურამ დონაძის დაკითხვა მიმდინარეობს. მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საქმეზე დაიბარეს დაკითხვაზე. დონაძის თქმით, მას იგივე პროკურორი დაუკავშირდა, რომელიც ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს.
“პირად მობილურ ტელეფონზე დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ არის ვინმე დავით ძნელაძე პროკურატურიდან. რომ ვიკითხე, რა საქმეზე მიბარებდნენ, მიპასუხეს, რომ ამას პროკურატურაში მისვლის შემდეგ მეტყოდნენ. მე ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ მზად ვარ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, რაც გამოძიებას აინტერესებს”, – აღნიშნა დონაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები: ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები