ონიშენკო – რუსეთში უცხოური პრეზერვატივების შეტანის აკრძალვა დემოგრაფიულ სიტუაციას გააუმჯობესებს
რუსეთის ვაჭრობის სამინისტროს წინადადება უცხოური სამედიცინო ნაწარმის შეძენის შეზღუდვაზე სიის გაფართოების შესახებ მოსახლეობის ჯანმრთელობას არ ემუქრება, ხოლო პრეზერვატივების შემთხვევაში ის ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრებლემებს მოაგვარებს და პარტნიორის შერჩევისას მეტ სიფრთხილეს შეუწყობს ხელს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, ყოფილმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ განუცხადა.
კერძოდ, ვაჭრობის სამინისტრო იმ სამედიცინო ნაწარმის სიის გაფართოების წინადადებით გამოვიდა, ვისაც სახელმწიფო შესყიდვების დროს შეზღუდვა შეეხება. ამ სიაში დამატებულია: რენტგენის აპარატები, გულის ხელოვნური სარქველები, დეფიბრილიატორები, ყავარჯნები, მატრასები, ბინტები, ტამპონები, ანტისეპტიკური პრეპარატები, მარლის ნიღბები და პრეზერვატივები.
ონიშენკოს თქმით, მთელი რიგი სამედიცინო პრეპარატების მხრივ რუსეთს თამამად შეუძლია უცხოურ საშუალებებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.