ოსლოს უნივერსიტეტში, რომელშიც ბრეივიკი ისწავლის, სროლა მოხდა
ოსლოს უნივერსიტეტში, რომელშიც რამდენიმე დღის წინ 77 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებულმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა ჩააბარა, სროლა მოხდა. ასევე შენობაში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რომელიც ბომბს ჰგავს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ცეცხლი უნივერსიტეტის დაცვის ორ თანამშრომელს გაუხსნეს, რომლებიც სერიოზულად არ დაშავებულან. მოგვიანებით კი უნივერსიტეტის საცხოვრებელ კომპლექსში საეჭვო პარკი აღმოაჩინეს, რომელშიც შეიძლება ასაფეთქებელი მოწყობილობა იდოს. ამჟამად პოლიციის თანამშრომლები შენობას ათვალიერებენ.
როგორც სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება, ანდერს ბრეივიკი, რომელმაც ოსლოს უნივერსიტეტში ჩააბარა, პოლიტიკურ მეცნიერებებს შეისწავლის. 36 წლის ტერორისტი სწავლის კურსს საკნიდან გაუსვლელად გაივლის.
„ყველა ნორვეგიელ დამნაშავეს, თუ ისინი მისაღებ გამოცდებს ჩააბარებენ, უმაღლესი განათლების მიღება შეუძლია“, – განაცხადა ოსლოს უნივერსიტეტის რექტორმა ოლე პეტერ ოტერსენმა.
ბრეივიკი ამ უნივერსიტეტში მოხვედრას ორი წლის წინაც ცდილობდა, მაგრამ მაშინ მან მისაღები გამოცდები ვერ ჩააბარა.