ნიჟნი – ნოვგოროდში 6 ბავშვისა და მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნიჟნი – ნოვგოროდში ექვსი ბავშვისა და ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. დაკავების დროს მან პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია.
51 წლის მამაკაცის დაკავება ვლადიმერის ოლქის ქალაქ კოვროვში მოხდა. დაკავების დროს არავინ დაშავებულა.
ნიჟნი – ნოვგოროდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ექვსი ბავშვის და ქალის დანაწევრებული ცხედრები 4 აგვისტოს აღმოაჩინეს. ქალი ორსულად იყო. ამ მკვლელობაში ბავშვების მამაა ეჭვმიტანილი. წინასწარი ინფორმაციით, ეს ადამიანი შიზოფრენიით იყო დაავადებული და მისთვის მამობის უფლების ჩამორთმევას აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები