რუსეთში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ავარია ხაბაროვსკი – კომსომოლსკის ტრასაზე, გასის ტბის სიახლოვეს მოხდა. დაშავებულია 60-დე ადამიანი. 21 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, ავარია ერთ-ერთი ავტობუსის გზის სავალი ნაწილიდან გადასვლამ განაპირობა.