რუსი ექსპერტი: უკრაინაში თანამდებობებზე რუსეთის მიმართ სიძულვილის ხარისხის მიხედვით ნიშნავენ
უკრაინაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე ადამიანებს არა პროფესიონალიზმის, არამედ რუსეთის მიმართ სიძულვილის პრინციპით ნიშნავენ. ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა ალექსეი მუხინმა ოდესის ვიცე-გუბერნატორის მარია გაიდარის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„უკრაინაში დღეს რუსეთის მიმართ სიძულვილი ყველაზე კარგად „გაყიდვადი“ საქონელია. სწორედ ამ პრინციპის მიხედვით ნიშნავენ იქ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე“, – განუცხადა მუხინმა სააგენტო „რეგნუმს“.
ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე გაიდარის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას ალექსეი მუხინი ძალზე სკეპტიკურად აფასებს.
„მას არანაირი დადებითი ბექგრაუნდი არა აქვს. სამაგიეროდ, შეიძლება ვისაუბროთ გაიდართან დაკავშირებულ რამდენიმე ძალზე საეჭვო ეპიზოდზე რუსეთში სახელმწიფო თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში. მარია გაიდარის მიერ გამოჩენილ ინიციატივებს არანაირი დადებითი ეფექტი არ ჰქონია“, – აცხადებს მუხინი.