ინდოეთში ორი მატარებლის კატასტროფის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში ორი მატარებელი რელსებიდან გადავიდა. კატასტროფის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. NDTV-ის ცნობით, Kamayani Express-ის ათი ვაგონი და Janata Express-ის ხუთი ვაგონი მდინარე მაჩაკში ჩავარდა. ამ დროისათვის მაშველებმა 300 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
მდინარე, რომელშიც მატარებლების ვაგონები გადავარდნენ, ადიდებულია, რამაც სამაშველო სამუშაოების ჩატარება გაართულა.
ბოლო დღეებში ინდოეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობებს ათობით ადამიანი შეეწირა. ანალოგიური კატასტროფა ინდოეთში ერთი თვის წინ მოხდა. მაშინ წყალში მატარებლის ჩავარდნის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.