ოდესაში ბარი ააფეთქეს (ფოტოკოლაჟი)
ოდესაში ბარი „ბიკინი“ ააფეთქეს. შემთხვევა ღამის საათებში ლუზანოვკის მიკრორაიონში მოხდა. „უკრინფორმის“ ინფორმაციით, აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. შენობა პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა ამ ფაქტს ლუზანოვკის მიკრორაიონში „საზოგადოებრივი უსაფრთხოების საბჭოს“ და „ავტომაიდნის“ აქტივისტების ყოფნასთან რაიმე კავშირი. თუმცა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „საზოგადოებრივი უსაფრთხოების საბჭოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის მილიციის თანამშრომელს ჩვენებას აძლევს.