ჩინეთში პოლიციელმა უნიტაზში ჩაგდებული ახალშობილი გადაარჩინა (ვიდეო)

პეკინის საზოგადოებრივ ტუალეტში ახალშობილი აღმოაჩინეს, რომელიც უნიტაზში ჩააგდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია NewsAsia იუწყება.
გამვლელებმა ბავშვის ტირილს ხმა გაიგეს. როდესაც მათ პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცველებმა საკანალიზაციო ქსელში თავით ქვევით ჩაგდებული ახალშობილი გოგონა აღმოაჩინეს.
პოლიციელმა ბავშვს ფეხში ხელი მოჰკიდა და ის საკანალიზაციო სისტემიდან ამოიყვანა. ამის შემდეგ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალშობილი აბსოლუტურად ჯანმრთელი აღმოჩნდა.
ტუალეტში სისხლის გუბეების არსებობის გამო პოლიცია ვარაუდობს, რომ ბავშვის დედამ ის ტუალეტში გააჩინა და მაშინვე უნიტაზში ჩააგდო. ამჟამად ბავშვის მშობლების ვინაობა დგინდება.
ჩინეთში ხშირია ბავშვების გადაგდების ფაქტები. ხშირ შემთხვევაში ეს სოციალური პრობლემების გამო ხდება. გარდა ამისა, ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახში ორი და მეტი შვილის ყოლა ოჯახს დიდი ჯარიმებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები