საფრანგეთში პაბლო პიკასოს ტილო „დააკავეს“, რომლის ქვეყნიდან გატანას ცდილობდნენ
ფრანგმა მებაჟეებმა მხატვარ პაბლო პიკასოს ტილო „დააკავეს“, რომლის უკანონოდ გატანასაც შვეიცარიაში ცდილობდნენ. ნახატი „ახალგაზრდა ქალის თავი“ (Head of a Young Woman), რომლის ფასი 27,4 მილიონი დოლარია, 79 წლის ესპანელ ბიზნესმენს ჯეიმ ბოტენს ეკუთვნის. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტილოს ქვეყნიდან გატანა აკრძალულია.
მებაჟეებმა ეს ტილო კუნძულ კორსიკასთან, ერთ-ერთ გემზე აღმოაჩინეს. გემის კაპიტანმა მებაჟეებს ამ ნახატის ორი საბუთი წარუდგინა – ერთ – ერთი არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის ხელოვნების ნიმუშია და ესპანეთიდან მისი გატანა აკრძალულია. ახლა საფრანგეთის ხელისუფლება ესპანეთიდან ტილოს გადაცემის შესახებ ოფიციალურ განაცხადს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს „ახალგაზრდა ქალის თავის“ პატრონი ტილოს გატანას ლონდონში ცდილობდა, მაგრამ მისი განაცხადი ესპანეთის კულტურის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა.