თურქეთში, სამხედრო კონვოიზე მომხდარ თავდასხმას ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა
სამხრეთ თურქეთში, ერაყის და სირიის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო კონვოის აფეთქების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაშავდა. სააგენტო „ფრანს – პრესის“ ინფორმაციით, ტერორისტებმა დისტანციურად მართვადი ნაღმი აამოქმედეს. სავარაუდოდ, თავდასხმა „ქურთთა მუშათა პარტიის“ წარმომადგენლებმა მოაწყვეს. ამ წყაროს ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ „ბოევიკებსა“ და ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის შეაიარაღებულმა ძალებმა სირიაში და ერაყში „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელეს. ამის შემდეგ ქურთებმა განაცხადეს, რომ ანკარასთან სამშვიდობო შეთანხმებას წყვეტენ, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებდა.