ნიჟნი – ნოვგოროდში ექვსი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარია აღმოჩენილი
რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში, ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში პოლიციამ ექვსი ბავშვის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინა. ასევ ნაპოვნია ბავშვების დედის ცხედარიც.
პირველმა განგაში ბავშვების ბებიამ ატეხა. ექვსივე ბავშვმა მოულოდნელად საბავშვო ბაღში სიარული შეწყვიტა. ამის შემდეგ ბებიამ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა.
პოლიციის ინფრომაციით, ბავშვების დანაწევრებული ცხედრები პოლიეთილენის პარკებში იყო აღმოჩენილი. მეზობლებმა პოლიციას აცნობეს, რომ წინა დღეს მათ ამ ოჯახის მამა დაინახეს, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით.
მკვლელობაში 52 წლის მამაკაცია ეჭვმიტანილი. ადგილობრივი გამოძიებისთვის დასახმარებლად ნიჟნი – ნოვგოროდში მოსკოვიდან საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.