ნიუ-ჰემფშირის შტატში ცირკის კარვის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ს ნიუ-ჰემფშირის შტატში ძლიერმა ქარმა ცირკის კარავი წააქცია. ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის დროს კარავში, საერთო ჯამში, 100 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მსგავსი ტრაგედია წინა დღეს ჩიკაგოში მოხდა. მუსიკალური ფესტივალის დროს კარავი ჩამოინგრა, რომელსაც მაყურებლები ცუდ ამინდში თავს აფარებდნენ. დაიღუპა ერთი და დაშავდა ათი ადამიანი.