ლავროვი – რუსეთის დახმარება რომ არა, სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ ბევრად დიდ ტერიტორიას დაიკავებდა
სირიისა და ერაყის ხელისუფლებისთვის რუსეთის სამხედრო – ტექნიკური დახმარების გარეშე „ისლამური სახელმწიფო“ ბევრად უფრო დიდ ტერიტორიას დაიკავებდა. ამის შესახებ კატარში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვმა დოჰაში შეხვედრები გამართა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან, საუდის არაბეთის ლიდერთან, ასევე სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერთან.
„სირიის ხელისუფლებას ტერორისტებთან საბრძოლველად სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ. ჩვენ ასევე ერაყსაც ვეხმარებით“, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილება სირიის ოპოზიციისთვის საჰაერო მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ „კონტრპრუდუქტიულია“. ლავროვის აზრით, ეს გადაწყვეტილება ტერორიზმთან ბრძოლას გაართულებს.