თურქეთის პოლიცია სტამბოლში ექსტრემისტების დასაკავებლად ოპერაციას ატარებს
თურქეთის პოლიცია დღეს სტამბოლის გაზიოსმანფაშას რაიონში ექსტრემისტების დასაკავებლად ოპერაციას ატარებს. ტელეარხ CNN Türk-ის ინფორმაციით, პოლიციისა და სპეცრაზმის ქვედანაყოფებმა სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყეს.
ოპერაცია „სახალხო გათავისუფლების პარტიის“ რადიკალური ფრთის წინააღმდეგ ტარდება, რომელიც რამდენიმე ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ბოლო დღეებში თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 1,3 ათასი ადამიანია დაკავებული, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ქურთთა მუშათა პარტიასთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. მათ შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან.
„ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკების“ გახშირებული თავდასხმების გამო თურქეთის აღმოსავლეთის პროვინციები უსაფრთხოების ზონებად გამოცხადდა.