მოსკოვის ოლქში სელფის გადაღების დროს 14 წლის გოგონა დაიღუპა

სელფის გადაღების მცდელობის დროს მოსკოვის ოლქის ტოლსტოპალცევოს სადგურზე სკოლის მოსწავლე დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, სამმა არასრულწლოვანმა გოგონამ სადგურში ეფექტური სელფის გადაღება გადაწყვიტა. ერთ-ერთი მათგანი ფოტოს გადასაღებად სატვირთო მატარებლის ცისტერნაზე აძვრა. სწორედ ამ დროს ის დენის მავთულს შეეხო. 27 ათასი ვოლტის დარტყმის შედეგად 14 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ტრანსპორტის სამმართველოში განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო სელფის გადაღების წესები გამოაქვეყნა. პოლიციელები ამ ინსტრუქციას მოსწავლეებს და სტუდენტებს უსაფრთხოების გაკვეთილებზე დაურიგებენ. ამ აქციით სამართალდამცველები იმედოვნებენ, რომ საშიში სელფების გადაღების დროს უბედური შემთხვევების რაოდენობას შეამცირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები