კახა კალაძე: რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევას საჭიროდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო არ ჩაერევა ეს იქნება დანაშაული და პრობლემა. ამის შესახებ კალაძემ გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო, ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში, თუმცა ქართულ ფეხბურთს არაფერი ეტყობა. კალაძის შეფასებით, ის ჭაობი, რაც არის ფედერაციაში , უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით.
„სახელმწიფო, ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. დღეს, ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ 40 მილიონი ლარი იხარჯება? ის, რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი, რაც არის, უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით.
უნდა იყოს ჩართული არამარტო ხელისუფლება, მთლიანად, საფეხბურთო სამყარო, გულშემატკივარი, რადგან ის მძიმე მდგომარეობა, წლებია მოგვდევს და ყოველ წელს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომავალი წელი იქნება კარგი, გვექნება სიახლე, განვვითარდებით, პირიქით, ჭაობში მივდივართ. ეს არის ძალიან მძიმე და უნდა შევცვალოთ“,-განაცხადა კალაძემ.
მინისტრმა გამოცემასთან საუბრისას ასევე ისაუბრა ფედერაციის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატზე ლევან კობიაშვილზეც, რომელიც ოლიმპიური სოფლის მერად პრემიერმა წარადგინა.
გამოცემის კითხვაზე, კობიაშვილის ოლიმპიური სოფლის მერად წარდგენა ნიშნავს თუ არა, რომ სახელმწიფო ღიად ჩაერთო მის პიარ-კამპანიაში, კალაძემ უპასუხა, რომ ლევან კობიაშვილს სახელმწიფოს საპიარო არაფერი სჭირს.
„აქ პიროვნებები არ არიან, ლევან კობიაშვილი ან რეზი არველაძე. პიროვნებებს მხარს არავინ უჭერს. ყველას შეუძლია წარმოადგინოს თავის კანდიდატურა, ვისაც სურვილი ექნება და იყაროს კენჭი, გინდა რეზი არველაძე იყოს, გინდა ზვიად სიჭინავა და ლევან კობიაშვილი. წარმოადგინონ პროექტი და შესაბამისად, იქნება განხილული“,-განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედარციის პრეზიდენტს ზვიად სიჭი8ნავას ფრეზიდენტობის ვადა ეწურება. არჩევნების ზუსტი რიცხვი ჯერ ცნობილი არ არის. ცნობილია, ის, რომ მოქმედი ხელმძრვანელობიდან კენჭს გენერალური მდივანი რეზი არველაზე იყრის, მისი კონკურტენტი კი ლევან კობიაშვილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები