დაბა ლაითურისა და მერიის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი კომპლექსურად ხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, შპს “უნივერსალი” ახორციელებს.
ხიდის აღდგენითი სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გია სალუქვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერეს.
“წლის ბოლომდე მერია-ლაითურის ხიდის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება. მუნიციპალიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება შპს „უნივერსალთან“, რომელსაც უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები თურქეთიდან შემოაქვს. პროექტის ღირებულება 1 370 000 ათას ლარს შეადგენს. მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და მუნიციპალიტეტის ორი სოფლის პრობლემას მოხსნის“, – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
მოსახლეობის მოთხოვნით დაიწყო ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა სოფელ წვერმაღალაში.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შპს “ჭედა” აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. სამუშაოების ღირებულება 48 ათას 600 ლარს შეადგენს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი აღნიშნავს, 2105 წელს ოზურგეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
დაიწყება მერიის ხუთსართულიანი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია, სადაც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკაროები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები