არასამთავრობოებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

ისინი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებენ, “გათავისუფლდეს “ნაციონალური მოძრაობის” ზეგავლენისგან და პრეზიდენტის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალება გააპროტესტეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვეში მზადდება მერაბიშვილის, ახალაიას და უგულავას შეწყალება. მათ სასჯელი შეუმცირდებათ, რაც ამ პირებს მისცემს საშაულებას, ციხის კედლები დატოვონ”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

“ახალგაზრდა უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელის ლექსო კობაიძის თქმით, მარგველაშვილის მიერ ლევან ბობოხიძის შეწყალების ფაქტი პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციაა.

მან მოუწოდა მარგველაშვილს, გათავისუფლდეს “ნაციონალური მოძრაობის” ზეგავლენისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაც არ უნდა გადაადგილდეს, ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან. დღევანდელ აქციას “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, “ახალგაზრდა უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი ლექსო კობაიძე და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები