ისნის მეტროს ესკალატორში დაშავებულ ბავშვს ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდება

ისნის მეტროს ესკალატორში ფეხის ჩავარდნის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მას რაიმე სახის საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დირექტორმა ივანე იაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ პატარას ფეხის კუნთი და მყესი აქვს დაზიანებული და ოპერაცია ჩაუტარდება.
ამ დროისთვის ყოველი შემთხვევისთვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დაშავებული 4 წლის პატარა საავადმყოფოს რამდენიმე დღეში დატოვებს.
ცნობისთვის: ისნის მეტროში 4 წლის ბავშვს ესკალატორში ფეხი ჩაუვარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები