თბილისში ერთ-ერთ სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

დოღომში, ერთ- ერთ სადარბაზოში ახალშობილი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ს 127-ე მუხლით.
ახალშობილი იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ კლინიკის დირექტორმა ივანე იაშვილმა განუცხადა, ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ მაინც იმყოფება. ჩვილი კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები