კახა კოჟორიძე: საქართველოში მართლმსაჯულება პარტიული ნიშნით არ ხორციელდება

მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს აღქმა, რომ მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გარშემო გამოწვეულ შეფასებებს.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალების პროცესში პარტიული ნიშნით არ მოქმედებს.

“პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი და ის ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ მაღალ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა ამ ტიპის განცხადებებმა, არ გააჩინოს აღქმა, რომ საქართველოში შესაძლოა, მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით, ხოლო ამ აღქმის შედეგად არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები