გიორგი მღებრიშვილი პრეზიდენტის მიერ ბობოხიძის ძმის შეწყალებას ნაჩქარევ გადაწყვეტილებად მიიჩნევს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილი პრეზიდენტის მიერ უმრავლესობის დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებას ნაჩქარევ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. “მე მგონია, ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ეს ჩემი სუბიექტური აზრია”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის #2 ციხეში მყოფი ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე, გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი გუშინ შეიწყალა.