უკრაინელი დეპუტატები კვიტაშვილის და მისი მოადგილეების საქმიანობის გამოძიების მასალების გამოქვეყნებას მოითხოვენ
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა პრემიერ- მინისტრს მიმართეს და ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის, ასევე მისი პირველი მოადგილის ალექსანდრა პავლენკოს საქმიანობის შესწავლის მასალების გამოქვეყნება მოთხოვეს. ასევე დეპუტატები არსენი იაცენიუკს სამსახურებრივი გამოძიების აქტების ასლების გადაცემას სთხოვენ პარლამენტის სესიაზე ამ საკითხის განსახილველად. ასევე ცნობილი გახდა, რომ კიევის საოლქო სასამართლომ უარი უთხრა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელიც პრემიერ იაცენიუკისთვის სამსახურებრივი გამოძიების მასალების შესწავლის აკრძალვას მოითხოვდა. კვიტაშვილის და მისი მოადგილის საქმიანობის შესწავლა 2015 წლის 29 მაისის ბრძენებულების საფუძველზე მიმდინარეობდა. თავად კვიტაშვილს თანამდებობიდან გადადგომის განცხადება აქვს დაწერილი, მაგრამ მინისტრთა კაბინეტს ის ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია.