ირაკლი ღარიბაშვილი: როგორ მოვახდენთ ტარიფის სუბსიდირებას, საზოგადოება დღის ბოლომდე გაიგებს
საზოგადოებას დღის ბოლომდე წარვუდგენ სრულ ინფორმაციას, თუ როგორ მოვახდენთ სუბსიდირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დენის ტარიფის სუბსიდირებაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი მისივე დავალებით აქტიურად მუშაობს.
„რაც შეეხება დენის ტარიფს, ჩვენ გუშინ საღამოს ჩემი დავალებით დავიწყეთ ამაზე მუშაობა. დღის ბოლომდე უკვე საზოგადოებას წარვუდგენ სრულ ინფორმაციას, თუ როგორ მოვახდენთ სუბსიდირებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.