უკრაინელი ექსპერტი – ზღულაძე კარგი ადამიანია, მაგრამ შსს-ს შეცვლას ის ვერ შეძლებს

ეკა ზღულაძე ძალიან გულახდილი და კარგი ადამიანია, მაგრამ უკრანელი პოლიციელების და ჩინოვნიკების გადაკეთებას ის ვერ შეძლებს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა შიდა უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა მიხეილ პრიტულამ განაცხადა.

პრიტულას შსს-ს სისტემის რეფორმირების წარმატებაში და სახელმწიფო ავტოინსპექციის სარეგისტრაციო განყოფილების გაუქმების შესაძლებლობაში ეჭვი ეპარება.

„ზღულაძე კარგი და გულახდილი ადამიანია, მაგრამ ჩვენი თანაშრომლების არსს ის ვერ შეცვლის. სახელმწიფო ავტოინსპექციის სარეგისტრაციო განყოფილება ყოველთვის დარჩება ბიზნესად. ჩვენს ჩინოვნიკებს თავში მარტივი რამ უდევთ – აკრძალვა და შემდეგ შლაგბაუმის გავლისთვის გადასახადის დაწესება“, – განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ, ეკა ზღულაძის განცხადებით, კიევში სახელმწიფო ავტოინსპექცია (ГАИ) ზაფხულის ბოლომდე უნდა გაუქმდეს და მას საპატრულო პოლიცია ჩაანაცვლებს. ეს პროცესი უკრაინის რეგიონებში ეტაპობრივად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები