ანდებში ინკების ტომის გოგონას მუმია აღმოაჩინეს (ფოტოკოლაჟი)

სამხრეთ ამერიკის ანდების მთათა სისტემაში 500 წლის წინანდელი გოგონას მუმიაა აღმოჩენილი, რომელიც კარგად არის შენახული. სენსაციური აღმოჩენა გერმანელმა არქეოლოგმა იოგან რაიჰარდმა გააკეთა. მან ვულკან ლუილიაილიაკოს მწვერვალზე, 6 706 მეტრის სიმაღლეზე მოზარდი გოგონას კარგად შენახული მუმია აღმოაჩინა. მუმიის დანახვისას ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს გოგონა 500 წლის წინ გარდაიცვალა.
არგენტინის ქალაქ სალტას კათოლიკურ უნივერსიტეტში შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გოგონა გარდაცვალების მომენტში 13-15 წლის იყო. მეცნიერების ვარაუდით, საქმე გვაქვს მსხვერპლთშეწირვის ფაქტთან. საინტერესოა ის გარემოება, რომ გოგონას ტანზე ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ აღმოუჩენიათ. სავარაუდოდ, მოზარდი მთის მწვერვალზე აიყვანეს, სადაც ის უბრალოდ გაიყინა.
ოდნავ მოგვიანებით გოგონას გვერდით, რომელსაც „ლუილიაილიაკოს ქალწული“ უწოდეს, კიდევ ორი ბავშვის მუმია აღმოაჩინეს – 5-7 წლის ბიჭის და გოგოს სხეული. სავარაუდოდ, სამივე ბავშვის მსხვერპლთშეწირვა ერთდროულად მოხდა. მეცნიერები მუმიების შესწავლას განაგრძობენ.

11125787_10204345202781804_1608271659_n 11721909_10204345202821805_989567427_n 11758965_10204345202661801_1606263594_n 11777967_10204345202861806_511193271_n 11778013_10204345202741803_498914343_n 11791773_10204345202701802_263564888_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები