არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ცდილობენ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნონ და ამ ყველაფერს ტირაჟირებენ
“როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნონ და ამ ყველაფერს ტირაჟირებენ, “ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური ალიანსის მისამართით განაცხადა.
„როდესაც ვამბობთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და აგენტურა, რომელიც ყველაფერზე ხელმომწერია, შავ დღეში ჩაცვივდებიან და არიან კიდეც, ეს დასტურდება ფაქტებით. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნონ და ამ ყველაფერს ტირაჟირებენ. ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ „ნაცს“ თუ მოუვა თავში“, – აღნიშნა გორდულაძემ.