ზვიად შალამბერიძე – ოპოზიციურ ალიანსზე: ადამიანები, რომლებსაც სამშობლოს სიყვარული არ აერთიანებთ, ერთად დიდხანს ვერ იქნებიან
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„ადამიანები, რომლებსაც სამშობლოს სიყვარული არ აერთიანებთ, ერთად დიდხანს ვერ იქნებიან. დღეს, თუ ხვალ ალიანსის დაშლა, რასაც ფაქტობრივად ყოველდღიურად ვუყურებთ, მოსალოდნელი იყო. ვამბობდით, რომ ეს ალიანსი არჩევნებამდე ვერ მიაღწევდა და ფაქტი სახეზე გვაქვს“, – აღნიშნა შალამბერიძემ.